თამარ გაბუნიას განცხადებით, სამგორის საველე ჰოსპიტალი ამ ეტაპზე რჩება სათადარიგო სიაში და თუკი საჭიროება იქნება, მისი გამოყენებაც მოხდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამგორის საველე ჰოსპიტალში საწოლების გარკვეული რაოდენობა მობილიზებულია, თუმცა, მთავარი ადამიანური რესურსია. მისი თქმით, სამგორის საველე ჰოსპიტალი ამ ეტაპზე რჩება სათადარიგო სიაში და თუკი საჭიროება იქნება, მისი გამოყენებაც მოხდება.

„სამგორის საველე ჰოსპიტლისთვის ტერიტორია შეირჩა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და თავდაცვის სამინისტროდან კოლეგები ამაში გვეხმარებიან. იქაც არის გარკვეულწილად მობილიზებული სარეზერვო საწოლები, თუმცა, ადამიანური რესურსია მთავარი, საველე ჰოსპიტლის მობილიზება მხოლოდ ინფრასტრუქტურულ მზაობას არ ნიშნავს. ამდენად, ადამიანური რესურსი კონცენტრირებულია იმ პირობებში, სადაც დღეს არის უკეთესად მოვლის შესაძლებლობა, დამატებით ერთი სივრცე გაიხსნა ქავთარაძეზე, ესეც გარკვეულწილად არის ჰოპიტალი, რომელიც არ ფუნქციონირებდა, თუმცა, ინფრასტრუქტურულად სრულიად გამართულია, ამიტომ სამგორის რეზერვი ჩაანაცვლა ქავთარაძის ჰოპიტალმა. სამგორის რეზერვი რჩება სათადარიგო სიაში და თუკი საჭიროება იქნება მისი გამოყენებაც მოხდება,“- განაცხადა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა