აზერბაიჯანში კორონავირუსის 3589 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში ​კორონავირუსით ინფიცირების 3589 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.­ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დაქვემდებარებაში არსებული კორონავირუსთან ბრძოლის საოპერაციო შტაბის მონაცემებით, კლინიკებიდან 1644 პაციენტია გაწერილი.

გასული 24 საათის მანძილზე ვირუსით 30 ადამიანი გარდაიცვალა.

საავადმყოფოებში გრძელდება კორონავირუსით ინფიცირებული 44 210 ადამიანის მკურნალობა.

2020 წლის თებერვლის ბოლოდან მოყოლებული, აზერბაიჯანში სულ გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 398 034 შემთხვევა, აქედან 348 454 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 5370 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 4 344 428 ტესტირება კოროვირუსული ინფექციის გამოვლენის მიზნით, მათ შორის 14 508 გასული დღის განმავლობაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა