ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესზე - რაც მალე დავასრულებთ, მით უკეთესი - ეს დამოკიდებულია "თალიბანის" მხრიდან თანამშრომლობის გაგრძელებაზე

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ავღანეთიდან ევაკუაციის დასრულებას 31 აგვისტომდე გეგმავს, თუმცა ამ მიზნის მიღწევა დამოკიდებულია "თალიბანის" მხრიდან თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

“ეს დამოკიდებულია თალიბანის მხრიდან თანამშრომლობის გაგრძელებაზე, გასამგზავრებელი ადამიანების აეროპორტამდე მისვლის საშუალების მიცემაზე და იმაზე, რომ ჩვენს ოპერაციას დაბრკოლებები არ შეუქმნან. რაც მალე დავასრულებთ, მით უკეთესი. ოპერაციის ყოველი დღე დამატებით რისკს უქმნის ჩვენს ჯარისკაცებს,“- აღნიშნა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ამჟამად ყველაზე დიდი საფრთხე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური განშტოებისგან მოდის და რაც უფრო დიდხანს დარჩება აშშ ავღანეთში, მით უფრო იზრდება დაჯგუფების მიერ თავდასხმის განხორციელების რისკი.

ამასთან, მისი თქმით, პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოითხოვა სათადარიგო გეგმის შედგენა, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებისთვის.

ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ 14 აგვისტოს შემდეგ აშშ-ის ძალებმა ავღანეთიდან 70 700 ადამიანის ევაკუაციას შეუწყო ხელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა