აზერბაიჯანი მედიკოსებსა და 60 წლის ზემოთ ასაკის პირებს ე.წ. „ბუსტერ“ დოზას სთავაზობს

აზერბაიჯანში მედიკოსებს, 60 წლის ზემოთ ასაკის პირებსა და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრის რეკომენდაციას აძლევენ.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოსა და სამედიცინო ტერიტორიული ქვედანაყოფების მართვის ასოციაციის ერთობლივ განცხადებაში.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს