მაჭავარიანის ქუჩა დღეს ორმხრივად გაიხსნება

მაჭავარიანის ქუჩა დღეს ორმხრივად გაიხსნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში საპრევენციო სამუშაოების ძირითადი ეტაპი სრულდება. უკვე დასრულდა მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოების მთავარი ნაწილიც.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, მაჭავარიანის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 26 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან აღდგება.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გამაგრებითი სამუშაოები, რათა აქ გადაადგილება უსაფრთხო ყოფილიყო. მეწყერულ ზონებთან დაკავშირებული, მსოფლიოში არსებული ყველა მაღალი დონის ტექნოლოგია იქნა გამოყენებული. რაც მთავარია, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხოა. საღამოდან გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად მოწყობილია ასფალტის საფარის ქვედა ფენები, გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გზის ზედა ფენაც დაიგება. გარდა ამისა, მაჭავარიანის ქუჩაზე უახლოეს მომავალში ლედ განათების სისტემაც დამონტაჟდება.

მიმდინარე სამუშაოები, მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმაც დაათვალიერა. მისი თქმით, აღნიშნულ არეალში გადაადგილება სრულებით უსაფრთხოა.

„მეწყერული პროცესის გააქტიურებისთანავე შევქმენით კომისია, რომელიც დარგის სპეციალისტებისგან დაკომპლექტდა. გვქონდა კომისიის გასვლითი შეხვედრა ადგილზე და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს გზა გადაადგილებისთვის უსაფრთხოა. ყველანაირი გაზომვებით და მონაცემებით, სტაბილური მდგომარეობაა და მეწყერის ტანი აღარ გადაადგილდება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა