აშშ და გაერთიანებული სამეფო, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკის გამო, მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტის დატოვებისკენ მოუწოდებენ

შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებენ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული რისკის გამო ქაბულის აეროპორტი დატოვონ და იქ მისვლისგან თავი შეიკავონ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტმა ქაბულის აეროპორტსა და მის შესასვლელთან მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ დატოვონ“ ტერიტორია.

მსგავსი რეკომენდაცია გასცა გაერთიანებულმა სამეფომაც და მოქალაქეებს უსაფრთხო ადგილზე გადასვლისკენ მოუწოდა.

”თუ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებით, გადადით უსაფრთხო ადგილას და დაელოდეთ შემდგომ რჩევას”, - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ არც შეერთებულ შტატებსა და არც გაერთიანებულ სამეფოს არ დაუკონკრეტებიათ, რა საფრთხე ემუქრება ქაბულის აეროპორტს.

ბოლო მონაცემებით, ავღანეთიდან 82 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, თუმცა ქაბულის აეროპორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ათასობით მოქალაქე კვლავ გამგზავრების მოლოდინშია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს