ავსტრალიის საგარეო მინისტრი - ქაბულის აეროპორტთან ტერორისტული თავდასხმის მაღალი საფრთხე არსებობს

ავსტრალია საკუთარ მოქალაქეებსა და ავსტრალიის ვიზის მქონე ადამიანებს მოუწოდებს, ქაბულის აეროპორტი და მიმდებარე ტერიტორია დატოვონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ქაბულის აეროპორტთან არსებობს ტერორისტული თავდასხმის ძალიან მაღალი საფრთხე,“- განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარიზ პეინმა.

ბოლო მონაცემებით, ავსტრალიამ ავღანეთიდან 4 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

შეგახსენებთ, საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილეს და ქაბულის აეროპორტის დატოვებისკენ მოუწოდეს შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო