თურქეთმა ავღანეთიდან სამხედროების ევაკუაცია დაიწყო

თურქეთმა ავღანეთიდან სამხედროების ევაკუაცია დაიწყო, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

”სხვადასხვა კონტაქტების, არსებული მდგომარეობისა და პირობების შეფასების შემდეგ, დაიწყო თურქეთის შეიარაღებული ძალების ევაკუაცია. თურქეთის შეიარაღებული ძალები ბრუნდებიან სამშობლოს მიწაზე სიამაყით იმის გამო, რომ შეასრულეს თავიანთი დავალება,“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, „თალიბანმა“ ანკარას ქაბულის აეროპორტის მართვაში ტექნიკური დახმარების გაწევა სთხოვა, თუმცა უცნობია, დათანხმდება თუ არა თურქეთი ამ შეთავაზებას იმ პირობებში, როდესაც ავღანეთში ჯარისკაცები აღარ ეყოლება.

ქაბულის აეროპორტის მუშაობის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ ავღანეთმა დანარჩენ მსოფლიოსთან კავშირი შეინარჩუნოს, არამედ იმისთვისაც, გაგრძელდეს ქვეყნისთვის სხვადასხვა სახის დახმარების მიწოდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს