ლევან დავითაშვილი მოსახლეობას-იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, რათა ერთად გავაგრძელოთ იმ საქმის კეთება, რაც 2012 წლიდან დაიწყო

მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, რათა ერთად გავაგრძელოთ იმ საქმის კეთება, რომელიც 2012 წლიდან დაიწყო, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წალენჯიხის მერობის კანდიდატის გოგა გულორდავას წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წლიდან სტაბილური, თანმიმდევრული სოფლის მეურნეობი განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამების შედეგად, მთელ ქვეყანაში ხელშესახები შედეგები გვაქვს.

„როცა ვსაუბრობთ წალენჯიხაზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია საფიქრალი იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ეს მხარე ეკონომიკურად კიდევ უფრო მიმზიდველი, კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა შევიდეს თითოეული თქვენგანის ოჯახში. 2012 წლიდან სტაბილური, თანმიმდევრული სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამების შედეგად, ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები მთელ ქვეყანაში. მაგრამ უფრო მეტია ის გამოკვეთილი პოტენციალი, რომელიც თითოეულ მხარესა და მუნიციპალიტეტს გააჩნია და მხოლოდ ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მეტ შედეგს მივაღწიოთ. როცა ვსაუბრობთ წალენჯიხაზე, წალენჯიხის სოფლის მეურნეობაზე, წარმოგვიდგენია, რომ აქ ძალიან მნიშნვნელოვანია ის დარგი, რომელზეც პრემიერ-მინისტრიც საუბრობდა, ეს არის თხილის წარმოება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისა და ექსპროტის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბოლო წლებში ვაწყდებოდით გამოწვევას, რომელიც უკავშირდებოდა ხარისხიანი მოსავლის მიღებას, მავნებელ დაავადებებთან ბრძოლას. ეს დიდწილად დავძლიეთ და საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც რამდენიმეწლიან პერსპექტივაში ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევის, აზიური ფაროსანას დაძლევა მოახერხა სახელმწიფოს უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციების შედეგად. საბოლოო გამარჯვება მიღწეული იქნება მხოლოდ ერთად, ერთობლივი მონდომებით და ერთიანი ჩართულობით. ჩვენ მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ ამ სექტორის მხარდაჭერას, გავაგრძელებთ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ, კიდევ უფრო მაღალ ფასად მოვახდინოთ მისი რეალიზება და კიდევ უფრო მეტი შემოსავალი შევიდეს ჩვენს ოჯახებში.

აგრონომიული სკოლა და განათლება არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევძლოთ მეტად პროდუქტიულები და წარმატებულები ვიყოთ ჩვენს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, დანარჩენი ჩვენს 10-წლიან გეგმებში ძალიანდ დეტალურად არის გაწერილი“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა