მედია - ქართველი მამაკაცი, რომელიც საბერძნეთში პარტნიორი ქართველი ქალის მკვლელობისთვის დააკავეს, ციხეში გარდაცვლილი იპოვეს

ქართველი მამაკაცი, რომელიც საბერძნეთში პარტნიორი ქართველი ქალის მკვლელობისთვის დააკავეს, ციხეში გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 48 წლის ქართველმა წინასწარი დაკავების იზოლატორში, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო.

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში საქართველოს მოქალაქე 56 წლის პარტნიორი ქალის მკვლელობისთვის ორი დღის წინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ქალი ჯერ სცემა, შემდეგ კი ბასრი იარაღით მოკლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა