იენს სტოლტენბერგი - ჩვენი პრიორიტეტია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის, რაც შეიძლება სწრაფად ევაკუაცია

მკაცრად ვგმობ ქაბულის აეროპორტთან მომხდარ საზარელ ტერაქტს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ჩემი ფიქრები ყველა დაზარალებულთან და მათ ახლობლებთანაა. ჩვენი პრიორიტეტია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილას, რაც შეიძლება სწრაფად ევაკუაცია“, – აცხადებს სტოლტენბერგი.

ქაბულის აეროპორტთან მომხდარი თავდასხმების სერიას ათობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 13 ამერიკელი ჯარისკაცი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი