ყაზახეთში, სამხედრო საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ოთხი სამხედრო გარდაიცვალა

ყაზახეთში, ჟამბილის ოლქში, სამხედრო საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ყაზახეთის თავდაცვის მინისტრ ნურლან ერმეკბაევზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„სამწუხაროდ, ხანძრის შედეგებთან გამკლავების დროს ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა,“- განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე ეძებენ რამდენიმე დაკარგულს, მათ შორის საგანგებო სიტუაციების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელს.

ცნობისათვის, სამხედრო საწყობში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა, რამაც რამდენიმე აფეთქება გამოიწვია. დაშავებულია 88 ადამიანი, მათ შორის 28 ჰოსპიტალიზებულია. მედიის ინფორმაციით, 6 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო