ვარკეთილში, გლდანში და სადგურის მოედანზე ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას გულისხმობს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ცენტრები განთავსდება ვარკეთილში, გლდანში და სადგურის მოედნის ტერიტორიაზე.

„ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელიც გულისხმობს ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას. ეს საერთაშორისო პრაქტიკა გახლავთ უკვე, ევროპაში მრავალი დაბრენდილი ავტობუსია, სადაც მოქალაქეები მომსახურებას იღებენ და მათთვის კუთვნილი ვაქცინა ხელმისაწვდომია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში, პირველ ეტაპზე დაგვეწყო 3 ავტობუსით, ამისთვის გამოვკვეთეთ ის რაიონები, სადაც ვაქცინაციის პუნქტებზე ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვარკეთილში, გლდანში და სადგურის მოედნის ტერიტორიაზე განვათავსებთ 3 ავტობუსს. ჯამში დაგეგმილია 10 ავტობუსის განთავსება, ისინი იქნებიან დაბრენდილი ავტობუსები, სადაც მოქალაქე მიიღებს ყველა იმ საჭირო, უსაფრთხო მომსახურებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რასაც ის კლინიკასა და პოლიკლინიკაში მიიღებდა. იქნება რეგისტრაცია, რომელიც პორტალზე ონლაინ აისახება, შემდეგ მოქალაქე აირჩევს თავის კუთვნილ ვაქცინას, რომელზეც გადაწყვეტილებას მიიღებს. საჭიროების შემთხვევაში, მას ადგილზევე გაეწევა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება