ნათია თურნავა - მსოფლიო საფოსტო კავშირის მუდმივმოქმედი საბჭოების წევრ სახელმწიფოდ საქართველოს მეორე ვადით არჩევა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო აღიარებაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გაერო-ს მსოფლიო საფოსტო კავშირის მუდმივმოქმედი საბჭოების წევრ სახელმწიფოდ საქართველოს მეორე ვადით არჩევა არის ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო აღიარება იმ რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რომელთაც საქართველო საფოსტო სფეროს განვითარებისა და საფოსტო მომსახურებების სრულყოფის კუთხით ახორციელებს.

„ეს აღიარება ხელს შეუწყობს მსოფლიო საფოსტო ინდუსტრიის საერთაშორისო მოთამაშეებს, მეტი ინტერესი გამოიჩინონ საქართველოს, როგორც საფოსტო მომსახურების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრის, განვითარების მიმართულებით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

არჩევნები მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) 27-ე კონგრესზე გაიმართა, რომლის მუშაობაში მონაწილეობდა ორგანიზაციის 192 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს დელეგაცია. მომდევნო ოთხი წლის მანძილზე საქართველო UPU-ს მუდმივმოქმედი საბჭოების - ადმინისტრაციული და საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოების წევრი იქნება.

ნათია თურნავას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, მეტად ჩაერთოს საფოსტო სფეროსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რათა გათვალისწინებული იყოს საქართველოს ინტერესი საფოსტო სფეროს განვითარების პრიორიტეტების დასახვისას, აგრეთვე მიიღოს მეტი ტექნიკური დახმარება მნიშვნელოვანი პროექტებისა და საფოსტო სფეროს განვითარებისთვის.

აღნიშნული საბჭოები, UPU-ს მომავალ კონგრესამდე 2025 წლამდე პერიოდში წარმოადგენს მსოფლიოში ფოსტის სფეროს განვითარების და სრულყოფის უზრუნველმყოფ UPU-ს ძირითად არჩევით ორგანოებს. ადმინისტრაციული საბჭო (CA) წარმოადგენს UPU-ს ადმინისტრაციული და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ბირთვს. ადმინისტრაციულ საბჭოში (CA) წევრობით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შემუშავებასა და მიღების პროცესის უშუალო მონაწილე იქნება.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა