საქართველო გერმანიისგან დახმარების სახით 50 000 დოზა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას მიიღებს

მალე საქართველო გერმანიისგან დახმარების სახით 50 000 დოზა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას მიიღებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ჯონსონ ენდ ჯონსონით“ იმუნიზაცია მხოლოდ ერთი დოზით ხდება.

„გერმანიის მთავრობისგან ველოდებით მალე დახმარებას 50 000 „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ ვაქცინით. ეს არის ერთჯერადად რომელიც კეთდება და არა ორი ინექციით. დიდი ალბათობით ეს სექტემბერში უკვე გვექნება,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია