ზურაბ აბაშიძე - კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გავაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს

წინასაარჩევნო შეხვედრებს, Covid-19-ის პროტოკოლისა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით, აქტიურად გავაგრძელებთ, რათა მოსახლეობა ჩართული იყოს სამომავლო პროექტების დაგეგმვისა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას.

ზურაბ აბაშიძემ, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად, შეხვედრა ალ. ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებლებთან გამართა და ადგილობრივ მოსახლეობასთან უბანში არსებული ვითარების გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება მთაწმინდის რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ, მოსახლეობის მხარდაჭერით, კახა კალაძის გუნდთან ერთად მთაწმინდის რაიონის განვითარების შეუქცევადი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა