სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ხვდება.

“ქართული ოცნებია” პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე ადგილობრივებსა და კანდიდატს შორის საუბარი ძირითადად სოფლად არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე მიმდინარეობს.

„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, უკვე 50-ზე მეტი შეხვედრა ჩავატარე. მოსახლეობას ჩვენს სამოქმედო გეგმას ვაცნობ და ასევე ვისმენ მათგან იმ საკითხების შესახებ, რომელიც სოფელს სჭირდება რომ მოუგვარდეს. მომავალი 4 წლის განმავლობაში სწორედ სიღნაღის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ვიმუშავებთ და ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციასთან ერთად, ვიზრუნებთ, რომ არსებობდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცეები ახალგაზრდებისთვის, სადაც როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ განვითარებასა და თვითრეალიზაციას შეძლებენ,“- განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ ბეგიაშვილი სიღნაღის მერობის კანდიდატად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 14 აგვისტოს წარადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა