საჩხერეში „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კურსი სამი კვირის განმავლობაში პარალელურ რეჟიმში საჩხერესა და ჭიათურაში განთავსებულ სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა. სასწავლო პროგრამა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაიარეს.

,,კურსის განმავლობაში მონაწილეებმა შეისწავლეს: სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები, სამხედრო–ალპინისტური და სამთო ტექნიკური მომზადება, გადაადგილება მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით და დაშავებულის კოლექტიური გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზება.

ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს. ასევე, მათ მიიღეს შესაბამისი რეკომენდაცია, გადავიდნენ სამთო მომზადების შემდგომ ეტაპზე და გაიარონ ,,სამთო მომზადების ზაფხულის შუალედური კურსი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა