ჯო ბაიდენი - ჩინეთი კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას და მონაცემებს არ გასცემს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად ინფორმაციას არ გასცემს და საერთაშორისო გამომძიებლებს მონაცემებზე წვდომაში ხელს უშლის. ბაიდენმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის თაობაზე ამერიკული დაზვერვისგან ანგარიში მიიღო.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავარკვიოთ ამ ეპიდემიის წარმომავლობა. პანდემიის წარმოშობის შესახებ კრიტიკული ინფორმაცია არსებობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მაგრამ ჩინეთის მთავრობის ოფიციალური პირები თავიდანვე მუშაობდნენ, რომ საერთაშორისო გამომძიებლებსა და გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის საზოგადოებას ამ ინფორმაციაზე წვდომაში ხელი შეშლოდათ. ამ დრომდე, ჩინეთი ყურს არ უგდებს გამჭვირვალობისკენ მოწოდებებს და არ იძლევა ინფორმაციას. სამყარო იმსახურებს პასუხებს და მე არ მოვისვენებ, სანამ არ მივიღებთ მათ“, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ინფორმაციის მოპოვების მიზნით ჩინეთზე ზეწოლა გაგრძელდება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

„აშშ მთელ მსოფლიოში თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს ჩინეთზე წნეხს, რომ სრულად გაგვიზიაროს ინფორმაცია და ითანამშრომლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან გამოძიების ფარგლებში. ჩვენ ასევე გავაგრძლებთ ჩინეთზე ზეწოლას, რომ დაიცვას სამეცნიერო ნორმები და სტანდარტები, მათ შორის გასცეს ინფორმაცია და მონაცემები პანდემიის პირველი დღეების შესახებ. ჩვენ უნდა გვქონდეს ამ გლობალური ტრაგედიის სრული და გამჭვირვალე ანგარიში“, - აცხადებს ამერიკის ლიდერი.

მისი პოზიციით, პანდემიას საზღვრები არ აქვს და კორონავირუსის წარმომავლობის გარკვევა საჭიროა შემდგომი პანდემიების პრევენციიისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა