ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის სომხეთს საზღვრის დელიმიტაციის საქმეში დახმარება აღმოუჩინოს

ევროკავშირი მზად არის სომხეთს საზღვრის დელიმიტაციის საქმეში დახმარება აღმოუჩინოს - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის წერილში, რომლითაც ის არარატ მირზოიანს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს.

წერილში, რომელსაც სომხური მედია ავრცელებს, აღნიშნულია, რომ სომხეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ევროკავშირი მზად არის ორმხრივი ინტერესის სფეროებში, მათ შორის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს.

„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ევროკავშირის მზაობა წვლილი შეიტანოს ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიან და ყოვლისმომცველ მოგვარებაში, ხელი შეუწყოს ზომებს, რომლებიც მიმართულია პოსტკონფლიქტური განახლების და ნდობის ატმოსფეროს შექმნისკენ. ამ კონტექსტში ჩვენ ვაგრძელებთ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ძალისხმევის მხარდაჭერას. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ საზღვრის დელიმიტაციის საქმეში“, - ნათქვამია ბორელის წერილში.

მისივე თქმით, ევროკავშირი მოწოდებულია სომხეთს დახმარება აღმოუჩინოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის და მის შემდგომ პერიოდში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა