თავდაცვის მინისტრის მოადგილე კიბერთავდაცვის რეგიონალური ცენტრის დირექტორს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი კიბერთავდაცვის რეგიონალური ცენტრის დირექტორს, პოლკოვნიკ რომუალდას პეტკევიჩიუსს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო კიბერსივრცეში არსებულ საფრთხეებსა და მათთან ერთობლივი ბრძოლის გზებს. მინისტრის მოადგილემ ლიეტუველ სტუმარს კიბერუსაფრთხოების ბიუროში მიმდინარე რეფორმები და ქვეყნის კიბერშესაძლებლობები გააცნო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ლიეტუვას მხარემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო კიბერთავდაცვის რეგიონალური ცენტრის (RCDC) ანალიზის ქვედანაყოფში გასაწევრიანებლად მიიწვია. CTAC (Cyber Threat Analysis Cell) მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების შესახებ მჭიდრო თანამშრომლობას, კიბერინციდენტების ანალიზსა და მონაწილე ქვეყნებს შორის ინფორმაციის სისტემატურ გაზიარებას. მხარეებს შორის გასაფორმებელი მემორანდუმის შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების ბიურო ყოველწლიურად უზრუნველყოფს აღნიშნული ცენტრის საქმიანობაში ექსპერტის ჩართულობას.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რომუალდას პეტკევიჩიუსს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლებმაც უმასპინძლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო