აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 4 241 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსთან ბრძოლის საოპერაციო შტაბის ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყების დროიდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 413 986 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 358 230 პირი გამოჯანმრთელდა, 5 512 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამჟამად საავადმყოფოებში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 50 244 პაციენტი მკურნალობს. ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში ორივე დოზით ვაქცინირებულია 2 604 804 მოქალაქე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა