ჯო ბაიდენი - ქაბულის აეროპორტზე ტერორისტული თავდასხმების საფრთხე კვლავ მაღალია

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, სამხედრო მეთაურებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია ქაბულის აეროპორტზე კიდევ ერთი თავდასხმა.

„ადგილზე ვითარება კვლავ უკიდურესად საშიშია და აეროპორტზე ტერორისტული თავდასხმების საფრთხე კვლავ მაღალია. ჩვენმა მეთაურებმა შემატყობინეს, რომ თავდასხმის განხორციელება უახლოეს 24-36 საათშია მოსალოდნელი. მე მათ მივმართე, რომ მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ჩვენი ქალებისა და მამაკაცების ადგილზე დაცვის მიზნით. მათ დამარწმუნეს, რომ ისინი შეძლებენ ამ ზომების განხორციელებას და ჩვენი პერსონალის უსაფრთხოდ გაყვანას“, - განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, გუშინ ავღანეთში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა და უსაფრთოების რისკებიდან გამომდინარე ამერიკის მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტის ტერიტორიაზე ყოფნისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა.

„ქაბულის აეროპორტში უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, ჩვენ ვურჩევთ აშშ-ის მოქალაქეებს, მოერიდონ აეროპორტის გასასვლელებს. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ახლა იმყოფებიან სხვადასხვა გასასვლელებთან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ტერიტორია“, - წერია საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის ინფორმაციით, 14 აგვისტოდან, საევაკუაციო ოპერაციის დაწყების დღიდან, აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა ქაბულის აეროპორტიდან 111 900-მდე ადამიანის გაყვანა შეძლეს.

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს