სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხურ პოზიციებს გეღარქუნიკის რაიონში, სომხეთ-აზერბაიჯანის სოტსკის მონაკვეთზე, ცეცხლი გაუხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყდნობით ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ცეცხლი ადგილობრივი დროით, 00:20 საათიდან სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნეს.

„ამას მოჰყვა ინტენსიური სროლა, რომელიც ორ საათს გაგრძელდა. 02:25 საათზე აზერბაიჯანის პოზიციებზე მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, რის შემდეგაც სომხეთის მხარემ ცეცხლი შეწყვიტა, რათა აზერბაიჯანულ მხარეს დაჭრილების ევაკუაციის საშუალება მისცემოდა. მსხვერპლი არ არის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 12 მაისიდან აზერბაიჯანის ჯარი იმყოფება სომხეთის ტერიტორიაზე, სოფლების - კუთისა და ვერინ შორჟას სიახლოვეს და პერიოდულად ხდება აღნიშნული დასახლებული პუნქტების მიმართ ცეცხლის გახსნა.

სომხეთი მოითხოვს, რომ აზერბაიჯანმა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიებიდან.

აზერბაიჯანის მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს