მედია - ავღანეთის უნივერსიტეტებში ბიჭებსა და გოგონებს ერთად სწავლის შესაძლებლობას აღარ მისცემენ

ავღანეთის უნივერსიტეტებში ბიჭები და გოგონები ერთად აღარ ისწავლიან, - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თალიბების მიერ ახლად დანიშნულმა უმაღლესი განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აბდულ ბაკი ჰაკანმა განაცხადა.

„გოგონები და ბიჭები ვეღარ შეძლებენ ერთად სწავლას უნივერსიტეტებში და გააგრძელებენ სწავლას ცალ-ცალკე კლასებში, ისლამური კანონის შესაბამისად“, - აღნიშნა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

მანამდე აბდულ ბაკი ჰაკანმა საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაფუძნებული განათლების სისტემა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რელიგიური განათლების უგულვებელყოფა ადამიანებისთვის ზიანის მომტანია.

„მსოფლიო ცდილობდა რელიგია სამეცნიერო განათლებიდან ამოეღო, რამაც ზიანი მიაყენა ხალხს”, - აღნიშნა ჰაკანმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს