თურქეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო კომპლექს C-400- ის კიდევ ერთი პაკეტი შეიძინოს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი არ გამორიცხავს რუსეთისგან კიდევ ერთხელ შეიძინოს საზენიტო სარაკეტო კომპლექსი C-400.

„რუსეთში C-400-ის მეორე პაკეტის შესყიდვასთან დაკავშირებით, ჩვენ არავითარი ეჭვი არ გვაქვს. რუსეთთან ერთად, ჩვენ ვდგამთ ბევრ ნაბიჯს, იქნება ეს C-400 თუ სხვა თემა თავდაცვით წარმოებაში. ხანძრების ქრობისას ჩვენ რუსეთის თვითმფრინავები გამოვიყენეთ. ბოლო სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტთან ჩვენ ეს თემა განვიხილეთ. როდესაც რუსეთში გავემგზავრები, ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ განვიხილავთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

რუსეთმა და თურქეთმა C-400-თან დაკავშირებით კონტრაქტი 2017 წელს გააფორმეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა