Bloomberg - ამ დროისათვის ორივე დოზით ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 58.6%, აშშ-ში - 52.1%, ჩინეთში კი 63.5%

მსოფლიოს 183 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 5.2 მილიარდი დოზა გამოიყენეს, - შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 40 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 33.9%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.

მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 622 მილიონია. ევროკავშირში ვაქცინების 527 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 367 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის ორივე დოზით ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 58.6%, აშშ-ში - 52.1%, ჩინეთში კი 63.5%.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი