სამტრედიის მერობის კანდიდატი დავით ბახტაძე ე.წ. მესხების დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

სამტრედიის მერობის კანდიდატი დავით ბახტაძე ე.წ. მესხების დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

როგორც მერობის კანდიდატი აღნიშნავს, მისი მთავარი მიზანი მოსახლეობისთვის პრობლემების მოგვარებაა.

„ამჯერად, ე.წ. მესხების დასახლებას ვეწვიეთ. შევხვდით აქაურ მცხოვრებლებს და მათ მაჟორიტარობის კანდიდატთან, პაატა კოხრეიძესთან ერთად არსებულ საჭიროებებზე ვიმსჯელეთ.

ეს არის მოსახლეობა დიდი წარსულით და მდიდარი ტრადიციებით. მათი წინადადებები ჩვენთვის გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანია.

ამ დასახლებაში მოვაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურა და ჯერი მიდგა სხვა დანარჩენი პრობლემის მოგვარებაზე.

თითოეული აქ მცხოვრების კეთილდღეობისთვის, მაქსიმალურად დავიხარჯები. ეს არის ჩემი და ჩემი გუნდის თვითმიზანი" , - აღნიშნა დავით ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა