აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 41 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 4 010 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსთან ბრძოლის საოპერაციო შტაბის ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყების დროიდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 417 996 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 361 126 პირი გამოჯანმრთელდა, 5 553 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამჟამად საავადმყოფოებში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 51 315 პაციენტი მკურნალობს. ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში ორივე დოზით ვაქცინირებულია 2.6 მილიონზე მეტი მოქალაქე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა