რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია კახის რაიონის სოფელ კახინგილოს ქართულ საშუალო სკოლას ეწვია

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება და პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე კახის რაიონის სოფელ კახინგილოს ქართულ საშუალო სკოლას ეწვივნენ. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუმრები საშუალო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს გაესაუბრნენ.

„ქართველმა მოსწავლეებმა სტუმრების პატივსაცემად კონცერტი გამართეს. მეტად ემოციური და შთამბეჭდავი იყო მათ მიერ შესრულებული ქართული სიმღერები და ცეკვები, მათ მიერ წაკითხული ქართველ პოეტთა ლექსები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძემ ქ. განჯაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნიკოლოზ იაშვილმა სკოლის უკლებლივ ყველა მოსწავლეს, საჩუქრად გადასცეს სასკოლო ჩანთები საკანცელარიო ნივთების მრავალფეროვანი კრებულით, სპორტული ინვენტარი და ტანსაცმლის კომპლექტები.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი მამა პეტრე ხუმარაშვილი და კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი მუსა შაქილიევი“, - ნათქვამია რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა