CNN - აშშ-ის მიერ ქაბულში დრონით განხორციელებული შეტევის შედეგად ერთი ოჯახის 9 წევრი დაიღუპა

აშშ-ის მიერ ქაბულში დრონით განხორციელებული შეტევის შედეგად ერთი ოჯახის ცხრა წევრი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, დაღუპულებს შორის 6 ბავშვია.

შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედროებმა გუშინ თავდაცვითი საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რომლის სამიზნე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ თვითთმკვლელი ტერორისტის ავტომობილი იყო, რომელიც ქაბულის აეროპორტს საფრთხეს უქმნიდა. ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ ავტომობილში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, რის გამოც თავდასხმას ძლიერი აფეთქებები და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა