ჯანმო და იუნისეფი - ევროპაში სკოლები ღია უნდა დარჩეს

ევროპის მასშტაბით სკოლები ღია უნდა დარჩეს და პერსონალისა და ბავშვებისთვის უფრო უსაფრთხო უნდა გახდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და იუნისეფის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„პანდემიამ გამოიწვია განათლების ყველაზე კატასტროფული შეფერხება ისტორიაში. მნიშვნელოვანია, რომ სწავლა საკლასო ოთახებში შეუფერხებლად გაგრძელდეს. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გახსნან სკოლები და მოვუწოდებთ ყველა სკოლას, მიიღონ ზომები კოვიდ 19- ის გავრცელების რისკის შესამცირებლად, - აცხადებს ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი, ჰანს კლუგე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალურ დირექტორთან, ფილიპ კორისთან ერთად გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, კორი განცხადებაში აღნიშნავს, რომ პანდემია გრძელდება, თუმცა ბავშვებსა და ახალგაზრდებს განათლების მიღებაში ხელი წელს აღარ უნდა შეეშალოთ.

„პანდემია არ დასრულებულა. ბავშვებსა და ახალგაზრდებს შეფერხებული სწავლის კიდევ ერთი წელი არ უნდა ჰქონდეთ. ისინი პანდემიის ჩუმი მსხვერპლი არიან,“ - აცხადებს ფილიპს კორი.

ჯანმო და იუნისეფი მიიჩნევენ, რომ ეროვნული ვაქცინაციის პროგრამების პირველადი სამიზნე ჯგუფები მასწავლებლები და სკოლის სხვა თანამშრომლები უნდა იყვნენ. ამასთან, აცრა უნდა გაუკეთეს 12 წლის ასაკიდან ყველა ბავშვს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ამასთან, ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ სასკოლო გარემო უსაფრთხო უნდა იყოს კლასებში მოსწავლეების რაოდენობის შეძლებისდაგვარად შემცირებით, საკლასო ოთახების ვენტილაციის უზრუნველყოფით, ფიზიკური დისტანციის წესების დაცვით და სკოლის პერსონალისა და მოსწავლეებისთვის კოვიდტესტების რეგულარულად ჩატარებით.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება