თამარ გაბუნია - იქამდე, ვიდრე „სინოფარმის“ ახალი დოზების მოწოდება მოხდება, ხელმისაწვდომია „სინოვაკი“ - აბსოლუტურად იდენტურია ეს ორი ვაქცინა

ვაქცინებზე დღეს ფიზიკური ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია. ქვეყანაში რეალურად 2 მილიონზე მეტი ვაქცინის თავისუფალი დოზაა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორია ვაქცინების არსებული მარაგი და რატომ ფერხდება რიგ შემთხვევებში „სინოფარმზე“ ვაქცინაცია.

როგორ გაბუნიამ აღნიშნა, შესაძლებელია, მოქალაქემ „სინოფარმის“ ნაცვლად არჩევანი „სინოვაკზე“ შეაჩეროს, რომელიც იდენტურია.

„ვაქცინებზე დღეს ფიზიკური ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია. ქვეყანაში რეალურად 2 მილიონზე მეტი ვაქცინის თავისუფალი დოზაა. ის, რომ „სინოფარმის“ დოზები პირველი აცრისთვის შეიზღუდა, ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ გასულ კვირას გააკეთა განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა. კარგია, რომ “სინოფარმზე“ მაღალი აქტივობა იყო, პრაქტიკულად ამოიწურა ის დოზები, რომელიც შევისყიდეთ. ვიდრე ახალი დოზების დონაციით მოწოდება მოხდება სექტემბრის გარკვეულ პერიოდში, მანამდე ხელმისაწვდომია „სინოვაკი“, აბსოლუტურად იდენტურია ეს ორი ვაქცინა. შესაძლებელია, მოქალაქემ „სინოფარმის“ მაგივრად არჩევანი „სინოვაკზე“ შეაჩეროს. ბუნებრივია, „ფაიზერის“ ვაქცინაც რჩება მიმოქცევაში“,-აღნიშნავს გაბუნია.

მისივე თქმით, კონკრეტულ ლოკაციაზე ვაქცინაციის ხარვეზის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის ფაქტი, რომ ამ დროისთვის „სინოფარმის“ პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერებულია.

„სინოფარმის“ საკმარისი რაოდენობა არ არის იმისთვის, რომ თავისუფალი რეგისტრაციის გარეშე უზრუნველვყოთ მოწოდება. „სინოვაკი“ და „ფაიზერია“ ამ მხრივ. შეფერხება არ იქნება. რაც შეეხება ამცრელი ავტობუსების მოძრაობას, ავტობუსების მოძრაობა გასული კვირიდან დაიწყო და ემატება ეტაპობრივად. ავტობუსების გარდა მოქმედებს მასიური ვაქცინაციის ცენტრებიც. აქ წინასწარი რეგისტრაცია არ ხდება“,- აღნიშნავს გაბუნია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა