ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - პიკი უკვე დადგა, ახლა უნდა ვიყოთ დაღმასვლის პერიოდში, მაგრამ მთავარია, რამდენად სწრაფი იქნება დაღმასვლის ტემპი

პიკი, როგორც ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები მიუთითებს, უკვე დადგა. ახლა უნდა ვიყოთ დაღმასვლის პერიოდში, მაგრამ მთავარია, რამდენად სწრაფი იქნება დაღმასვლის ტემპი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიმდინარე კვირაში გამოჩნდება, შენარჩუნდება არსებული ვითარება, თუ ინფიცირების მაჩვენებლის კლება იქნება.

„ეს კვირა გვიჩვენებს, შენარჩუნდება თუ არა პლატო, თუ იქნება გარკვეული ტენდენციები შემცირების. ეს დამოკიდებულია პრევენციული ღონისძიებების ინტენსივობაზე, ვაქცინაციის აქტივობაზე და იმაზე, სად გაწყდება გადაცემის ჯაჭვი“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, კითხვაზე, ხომ არ იქნება კლინიკებში ჟანგბადის ბალონებთან დაკავშირებით პრობლემა, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ისინი რამდენიმე ქვეყნიდან უკვე შესყიდულია.

„ჟანგბადის მომარაგებასთან დაკავშირებით გვეხმარება ეკონომიკის სამინისტრო, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო. საერთაშორისო შესყიდვები დაიწყო, რამდენიმე ქვეყნიდან მოდის უკვე ჟანგბადი. რთულია ლოჯისტიკის საჭირო დონეზე შენარჩუნება, თუმცა ჯერჯერობით ხერხდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა