თამარ გაბუნია ტრანსპორტის აღდგენაზე - შეზღუდვების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გვაქვს, სიტუაცია არის საკმაოდ რთული

შეზღუდვების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით, სიტუაცია არის საკმაოდ რთული, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ კითხვას, რამდენად შესაძლებელია 4 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს, თუმცა მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით ის შეზღუდვები, რაც არსებობს, ისე გაგრძელდება.

„შემსუბუქების საფუძველი არანაირი არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია არის საკმაოდ რთული, კლინიკები გადატვირთულია. ყველა ის რეგულაცია, რომელიც ძალაშია, უნდა აღსრულდეს მაქსიმალური სიმკაცრით.

საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით საბჭო იმსჯელებს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით შეზღუდვები ის, რაც გვაქვს და როგორც არის დაანონსებული, ისე გაგრძელდება.

საბჭო იმსჯელებს და იქნება გადაწყვეტილება, ვერ გეტყვით ზუსტად როდის იქნება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა