სხვადასხვა სამუშაოს გამო, 1-ელ სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 1-ელ სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, IV, V კვარტლების, აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალტუბოს ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, ვახუშტი ბაგრატიონის, სამტრედიის, ფოთის და ქუთაისის ქუჩების მოსახლეობას.

ამასთან, ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭიკო ბენდელიანის, დავით ჭიჭინაძის, გიორგი სააკაძის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის და ალექსანდრე მრევლიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კლდიაშვილის, ფიროსმანის, ჩიტაიას, ჩუბინაშვილის, გოგოლის, კონსტიტუციის და გოგი დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის, გოგოლის, კონსტიტუციის, ფიროსმანის და გოგი დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.

ასევე, სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გახოკიძის და მაისურაძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლევის, ალექსანდრე დიუმას, ვერცხლის, კალისტრატე ცინცაძის, კოტე აფხაზის, ოქრომჭედლების და ყავლაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. როგორც აღნიშნავენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა