ციციშვილის კლინიკის დირექტორი - „დელტა“ შტამის განსაკუთრებული სამიზნე რატომღაც ბავშვები და ორსულები აღმოჩნდა - ბავშვებში მძიმე მიმდინარეობაა, რაც წინა შტამების და ტალღების დროს არ შეიმჩნეოდა

„დელტა“ შტამის განსაკუთრებული სამიზნე რატომღაც ბავშები და ორსულები აღმოჩნდა - ბავშვებში მძიმე მიმდინარეობაა, რაც წინა შტამების და ტალღების დროს არ შეიმჩნეოდა, - ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის წინა ტალღების დროს, მათ კლინიკაში არც ერთ პაციენტს არ დასჭირდა მართვით სუნთქვაზე გადაყვანა.

„გარდა იმისა, რომ „დელტა“ შტამი ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედი მუტაციები, განსაკუთრებული სამიზნე რატომღაც ბავშვები და ორსულები აღმოჩნდა. როგორც ვხედავთ, ბავშვებში მძიმე მიმდინარეობა მიიღო, რაც წინა შტამების და ტალღების დროს არ შეიმჩნეოდა. არცერთ პაციენტს იმ პერიოდში არ დასჭირდა მართვით სუნთქვაზე გადაყვანა“,- აღნიშნავს მაია ჩხაიძე.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდმიმღები 175 საწოლია, აქედან 25 რეანიმაციული, ყოველდღე 15-18 ბავშვი ეწერება, მაგრამ „პერმანენტულად ივსება კლინიკა ახალი პაციენტებით“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა