გაერო-ს განვითარების პროგრამა და სოციალური მომსახურების სააგენტო ახალ ინიციატივას იწყებენ

მოწყვლადი მოსახლეობის დახმარებისა და უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, UNDP ხელს უწყობს როგორც სააგენტოს ორგანიზაციულ გაძლიერებას, ისე მოწყვლადი ოჯახების სოციალური მომსახურების ხარისხისა და ეფექტიანობის გაზრდას. ამის შესახებ ინფორმაციას UNDP Georgia ავრცელებს.

„სოციალური მომსახურების გაწევა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა, რომელიც მოწყვლადი მოსახლეობის დახმარებასა და სიღარიბიდან ამოსვლას ემსახურება. ეფექტიანი სოციალური სერვისები უზრუნველყოფს მოწყვლადი ოჯახების მყისიერი საჭიროებების დაკმაყოფილებას, მაგრამ ამავდროულად, ხელს უნდა უწყობდეს მათ გრძელვადიან ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასა და სისტემური სიღარიბის დასრულებას, რათა არავინ დარჩეს განვითარების მიღმა. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან სწორედ ამ მიზნებს ისახავს“, - განაცხადა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლევან გოგოძის განცხადებით, გაერო-ს განვითარების პროგრამა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციური საქმიანობის შეფასებაში დაეხმარება და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ბენეფიციარების კვლევას ჩაატარებს.

„მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური მომსახურების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრას საქართველოში. სწორედ ამიტომ, ეს მემორანდუმი თითოეული ბენეფიციარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლევან გოგოძემ.

UNDP Georgia-ს განმარტებით, დღეს ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, სააგენტო ასევე შეიმუშავებს ახალ გადაწყვეტილებებს მოწყვლადი მოსახლეობის მომსახურებაში, მათ შორის, ისეთ კრიტიკულ სფეროში, როგორიც დასაქმებაა.

ამ მიზნით, 2021 წელს, ჩატარდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ბენეფიციარების კვლევა, რომლის შედეგების საფუძველზეც შემუშავდება და განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიება დასაქმებისა და სხვა სერვისების ეფექტიანობის გაზრდისთვის. განსაკუთრებული ყურადღება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას დაეთმობა.

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობა ხორციელდება შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით სამი მიმდინარე ინიციატივის ფარგლებში - „გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“, „ციფრული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება“ და „მმართველობის რეფორმის ფონდი“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა