გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია „თალიბანს“ ავღანეთში უსაფრთხო ზონის შექმნისკენ მოუწოდებს

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ავღანეთის საკითხზე რეზოლუცია მიიღო. მედიის ინფორმაციით, დოკუმენტი „თალიბანს“ მოუწოდებს, უზრუნველყოს იმ ადამიანების უსაფრთხოდ გასვლა, რომლებიც ავღანეთის დატოვებას ცდილობენ.

დოკუმენტის მიხედვით, უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ „თალიბანს“, შეიქმნას უსაფრთხო ზონა, იმისთვის, რომ ავღანელებმა 31 აგვისტოს შემდეგ ქაბულის აეროპორტამდე უსაფრთხოდ მისვლა შეძლონ.

რეზოლუცია ასევე მოთხოვს, რომ ავღანეთის ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სხვა ქვეყნისთვის საფრთხის შესაქმნელად ან არ გადაიქცეს ტერორისტული დაჯგუფებების ბუდედ.

გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მიერ წარდგენილ რეზოლუციას უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი, რუსეთმა და ჩინეთმა თავი შეიკავეს.

უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევაკუაციის გაგრძელების საკითხზე „თალიბებთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა