ენტონი ბლინკენი - ავღანეთიდან 123 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის აშშ-ის 6 000 მოქალაქე გაიყვანეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ -ის ავღანეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო.

"ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი დიპლომატიით. სამხედრო მისია დასრულდა. დაიწყო ახალი დიპლომატიური მისია," - აღნიშნა ბლინკენმა.

მისივე თქმით, ავღანეთიდან ევაკუაცია მასიური სამხედრო, დიპლომატიური და ჰუმანიტარული პროცესი და აშშ -ის მიერ შესრულებული ერთ-ერთი ყველაზე რთული ვალდებულება იყო.

სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, 123 000 -ზე მეტი ადამიანი, მათ შორის აშშ-ის 6 000 მოქალაქე, უსაფრთხოდ გაიყვანეს ავღანეთიდან.

ბლინკენის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა თავისი დიპლომატიური ყოფნა ქაბულში და ოპერაციები დოჰაში გადაიტანა, აშშ გააგრძელებს "განუწყვეტელ ძალისხმევას", რათა დაეხმაროს ამერიკელებს და ამერიკული პასპორტის მქონე ავღანელებს, ავღანეთის დატოვებაში, თუკი მათ ამის სურვილი ექნებათ.

სახელმწიფო მდივანმა „თალიბანთან“ თანამშრომლობის საკითხზეც ისაუბრა.

„აშშ იმუშავებს „თალიბანის“ მთავრობასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებში შევა,“ - აღნიშნა ბლინკენმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი იმუშავებს თალიბანთან არა "ნდობის ან რწმენის საფუძველზე", არამედ იმის მიხედვით, თუ რას აკეთებს ის საკუთარ ვალდებულებებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს თუ არა ავღანელების თავისუფალ გადაადგილებას, დაიცავს თუ არა ადამიანის უფლებებს და დაუშვებს თუ არა, რომ ავღანეთი ტერორისტული ჯგუფების საყრდენი პუნქტი გახდეს.

”“თალიბანმა“ ლეგიტიმურობა თავისი ქმედებებით უნდა მოიპოვოს”, - აღნიშნა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, აშშ-მა ავღანეთიდან ჯარის გაყვანის პროცესი დაასრულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა