ჯუანშერ ბურჭულაძე - ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო ის არის, რომ შევასრულო დაპირება, რაც პრემიერმა თავდაცვის მინისტრობის დროს გასცა, ვამაყობ, რომ პრემიერმა დაიწყო ჯარისკაცზე ზრუნვა

ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო ეს არის ის, რომ შევასრულო ის დაპირება, რაც პრემიერ-მინისტრმა მინისტრობის დროს გასცა. მე ვამაყობ იმით, რომ ბატონმა პრემიერმა დაიწყო ჯარისკაცზე ზრუნვა,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს და მათ ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა გვედში დგომისთვის.

„დიდი მადლობა, რომ ემსახურებით სამშობლოს. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს არის ძალიან ემოციური დღე ყველა სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრისთვის. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, რომ მანდო ასეთი დიდი სამსახური, ასეთი საპასუხისმგებლო უწყება და მე, ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო ეს არის ის, რომ შევასრულო ის დაპირება, რაც პრემიერ-მინისტრმა მინისტრობის დროს გასცა. მე ვამაყობ იმით, რომ ბატონმა პრემიერმა დაიწყო ჯარისკაცზე ზრუნვა. პრემიერ-მინისტრის ამ რანგში ჩვენ უკვე აუცილებლად გავხდით შეუქცევადს ამ პროცესს. რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა, საზოგადოება კიდევ უფრო მეტად შეიმეცნებს იმას, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებზე და მათ ოჯახის წევრებზე“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა