ახალ ზელანდიაში COVID-19-ის შემთხვევები შეზღუდვების გამკაცრების შემდეგ, უკვე მეორე დღეა მცირდება

ახალი ზელანდიის მთავრობის განცხადებით, COVID-19-ის შემთხვევები ზედიზედ მეორე დღეა, მცირდება. ბოლო დღე ღამის განმავლობაშიმათი რაოდენობა 49-ს შეადგენს. ეს იმ მკაცრი ჩაკეტვის ფონზე მოხდა, რომელიც ქვეყანამ მიმდინარე თვეში ეპიდემიის აფეთქების გამო მიიღო.

თებერვალში დაფიქსირებული მცირე რაოდენობის შემთხვევების გარდა, თვეების განმავლობაში, ახალ ზელანდიაში ძირითადად, კორონავირუსი არ ფიქსირდებოდა, სანამ ავსტრალიიდან შემოსული „დელტა ვარიანტის“ გაჩენამ პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდერნი არ აიძულა, 17 აგვისტოს ქვეყნის მასშტაბური ჩაკეტვა გამოეცხადებინა.

„როიტერსის“ ცნობით, ეპიდემიის შემთხვევების საერთო რაოდენობა 612-ია. ამჟამად საავადმყოფოებში 33 ადამიანი მოთავსებული, რვა მათგანი სტაბილურ მდგომარეობაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

ოკლენდი, სადაც დაახლოებით 1.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მკაცრი, მე-4 დონის ლოქდაუნის პირობებში კიდევ ორი კვირის განმავლობაში დარჩება, ხოლო შეზღუდვები ქვეყნის დანარჩენ ნაწილში პირველი სექტემბრიდან შედარებით შემსუბუქდება.

პოლიციამ ოკლენდის შესასვლელებში საგუშაგოები განათავსა. მათ სამშაბათს 19 ადამიანი დააკავეს, ქვეყნის მასშტაბით ლოქდაუნის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის შემდეგ.

ახალ ზელანდიაში სრულად აცრილი მოსახლეობის ჯერ მხოლოდ მეოთხედზე მეტია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა