თავდაცვის მინისტრი - ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, გვინდა თუ არა ესა თუ ის დაფინანსება - საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობის პროცესი ცვალებადია

ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, გვინდა თუ არა ესა თუ ის დაფინანსება, - ასე პასუხობს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საკითხზე დასმულ კითხვას.

როგორც ბურჭულაძემ ჟურნალისტებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, საერთაშორისო პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობის პროცესი ცვალებადია.

„თუ გიკითხავთ თქვენ 2012 წლამდე როგორი იყო ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან? იყო ძალიან დაბალ დონეზე. ეს არის ყოველდღიური ურთიერთობა. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, გვინდა თუ არ გვინდა ესა თუ ის დაფინანსება. რა თქმა უნდა, როცა არის სესხზე საუბარი. ჩვენ 2012 წლიდან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის უმაღლეს ნიშნულს მივაღწიეთ, ეს ურთიერთობა დღესაც გრძელდება. აბა, რით კეთდება ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც ჩვენ ვაფინანსებთ? რა თქმა უნდა, საერთაშორისო ინსტიტუტების ფინანსებით. სად იყვნენ 2012 წლამდე ეს საერთაშორისო ინსტიტუტები თუ კითხულობთ?! ეს არის ყოველდღიური მუშა პროცესი. ნუ ქმნით ამისგან ტრაგედიას!“- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს“, აღარ აქვს ფინანსური დატვირთვა იმას, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირისგან მაკროფინანსურ დახმარებას. შესაბამისად, როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა