ვლადიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი და პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ვაშინგტონში ჩავიდნენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი იტყობინება.

„ვიზიტის დღის წესრიგი ორი ქვეყნის ლიდერების პირისპირ ფორმატში შეხვედრასა და გაფართოებული დელეგაციების შემადგენლობაში შეხვედრას ითვალისწინებს. უკრაინის პრეზიდენტს ასევე ექნება არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის მაღალჩინოსნებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

მხარეები რიგ ორმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

პრეზიდენტის აპარატი განმარტავს, რომ ვიზიტი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, აშშ-ის აღმოსავლეთ და დასავლეთის სანაპიროებზე რიგ ქალაქებს მოიცავს.

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ზელენსკი ხვალ, 1-ელ სექტემბერს შეხვდება.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს