აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი და ყაზახეთი კასპიის ზღვაში ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ

რუსეთის, აზერბაიჯანის, ირანისა და ყაზახეთის ხომალდები კასპიის ზღვაში ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ, - მედიის ინფორმაციით ამის შესახებ რუსეთის საზღვაო დელეგაციის ხელმძღვანელმა, კასპიის ფლოტის მეთაურის მოადგილემ, სერგეი ეკიმოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, წვრთნები სექტემბრის დასაწყისში კონკურს "ზღვის თასის“ დასრულებისთანავე დაიწყება.

"ზღვის თასის“ დასრულებისთანავე ჩვენ ჩავატარებთ ერთობლივ წვრთნებს, რომელშიც რუსეთის საზღვაო ძალების, ირანის საზღვაო ძალების, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო ხომალდები მიიღებენ მონაწილეობას,” - აღნიშნა იკიმოვმა.

კონკურსი "ზღვის თასი“, რომელსაც წინა წლებში აზერბაიჯანი მასპინძლობდა, წელს პირველად ირანში ტარდება. კონკურსი 6 ეტაპისგან შედგება და მასში აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ირანისა და რუსეთის მცირე სარაკეტო და საარტილერიო ხომალდები მონაწილეობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა