ლევან დოლიძე ევროკავშირის დაფინანსებაზე - სამწუხაროა, რომ მათ არ ესმით იმ ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანის არსი, რაც ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება ჩვენს ქვეყანას მოუტანოს

სამწუხაროა, რომ მათ არ ესმით იმ ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანის არსი, რაც ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება ჩვენს ქვეყანას მოუტანოს - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის პოლიტიკურმა მრჩეველმა ლევან დოლიძემ ევროკავშირისგან დახმარების მიღების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც მმართველი ძალა საუბარს იწყებს ქვეყნისათვის ამ ფინანსური რესურსის საჭიროებაზე - ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა.

„ისინი უბრალოდ ამბობენ, რომ არ ესმით არსი, იმ ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანისა, რაც ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. როდესაც პოლიტიკურზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია ვგულისხმობ იმ ნეგატიურ ფონს, რომელსაც კიდევ უფრო ვამძაფრებთ ევროკავშირთან ურთიერთობაში. როდესაც ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია მნიშვნელოვანია ყველა ინვესტორისთვის, თუ როგორი გზავნილები და დამოკიდებულება ექნება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენს მიმართ. ძალიან სამწუხაროა, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანამ არ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისთვის, მმართველი ძალა მზადაა ასეთი სერიოზული ზიანი და დარტყმა მიაყენოს არამხოლოდ ქვეყანას, არამედ თითოეული ჩვენს მოქალაქეს,“ - განაცხადა ლევან დოლიძემ.

გიორგი გახარიას პოლიტიკური მრჩეველი აღნიშნავს, რომ ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთ მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს.

„ჩვენ ისიც ვიხილეთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მსგავსი გადაწყვეტილება მიუღია. როგორც მათი ლიდერის განცხადებიდან შევიტყვეთ, ისინი აქტიურად მუშაობენ, იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს ტრანში არ მიიღოს. ბუნებრივია, ჩვენ არ გვიკვირს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ პოზიციები და ინტერესები ემთხვევა - ეს არის ძალიან სამწუხარო და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 2 ოქტომბერს ჩვენმა მოქალაქეებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები სერიოზულად დაზიანდა და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთ მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს“ - განაცხადა ლევან დოლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა