საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ტყის ხანძრების შემდეგ საზოგადოებრივი წესრიგის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა საზოგადოებრივი წესრიგის მინისტრი მიხალის ხრისოხოიდისი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პრემიერმა საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ტყის ხანძრების გამო საზოგადოებაში მთავრობის მიმართ გაზრდილი კრიტიკის ფონზე მიიღო.

საზოგადოებრივი წესრიგის მინისტრის პოსტზე მიხალის ხრისოხოიდისს პოლიტიკური ანალიტიკოსი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ტაკის თეოდორიკაკოსი ჩაანაცვლებს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი ვასილის კიკილიასი ტურიზმის მინისტრად დაინიშნა.

ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთში ახალი, სამოქალაქო დაცვის სამინისტრო შეიქმნება, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ევანგელოს აპოსტოლაკისი უხელმძღვანელებს.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობებს შეინარჩუნებენ ფინანსთა მინისტრი ქრისტოს სტაიკურასი და საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი.

საბერძნეთში მიმდინარე თვეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათასობით ჰექტარი ტყე განადგურდა, ცეცხლმა ათენის მიდამოებამდეც მიაღწია, გაანადგურა სახლები და ბიზნეს ობიექტები, დაიღუპა ორი ადამიანი და განხორციელდა ათასობით მოქალაქის ევაკუაცია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს