თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ანკარა ისურვებდა ავღანეთში ენახა ინკლუზიური მთავრობა

ანკარა ისურვებდა, ავღანეთში ენახა მთავრობა, რომელშიც წარმოდგენილი იქნებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„ავღანეთში გვსურს ვიხილოთ ინკლუზიური მთავრობა. იმისთვის, რომ რაიმე ნაბიჯები გადაიდგას, ჩვენ ჯერ უნდა ვიხილოთ, როგორი მთავრობა შეიქმნება ავღანეთში“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, თურქეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ავღანეთში სტაბილურობას მიაღწიოს და მზად არის ყველასთან სათანამშრომლოდ, ვისაც იგივე სურვილი აქვს.

„ქაბულის აეროპორტში, გარდა აღჭურვის სამუშაოების უზრუნველყოფისა, აუცილებელია უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ქვეყანაში არის შიმშილის საფრთხე, არ ჰყოფნით წყალი. ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩავიტანოთ ჰუმანიტარული დახმარება. არსებობს დევნილთა ტალღის რისკიც“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო