ანონსი 1 სექტემბერი

1 სექტემბერს, 10:30 საათზე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ახალ ცენტრალურ ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც მოხდება ISFED-ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშის, ასევე წინასაარჩევნოდ სოციალური მედიის გარემოს მიმოხილვის წარდგენა.

მის: რ. თაბუკაშვილის 5

1 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ლელოს" მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი „ლელოს" გუნდთან და სპორტსმენებთან ერთად გამართავს ბრიფინგს თემაზე: „დავუბრუნოთ „ლაგუნა" ქალაქს“.

მის: ლაგუნა ვერე. სანაპიროს მხრიდან

საკონტაქტო- 577624445

1 სექტემბერს 11:00 საათზე, საია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

მის: კახიძის #15

1 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ცესკოში დარეგისტრირებული, არჩევნების სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დენის დავითაშვილი და ნუგზარ მელაძე პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ცესკო-სა და არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

1 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ცესკო-ში საარჩევნო სიას წარადგენს.

მის: აღმაშენებლის ხეივანი 138

საკონტაქტო - 599437403

1 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში ანა ნაცვლიშვილი გამართავს ბრიფინგს საკოორდინაციო საბჭოს გაუმჭვირვალე საქმიანობის და ფაქტობრივად დახურული სხდომების შესახებ.

პარლამენტი, ბიუროს ოთახის წინ

1 სექტემბერს, 19:00 საათზე, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მერობის კანდიდატებს, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და თბილისის სიის წევრებს წარადგენს.

მის: მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი, მეტეხის აღმართის №1 ( მეტეხის ტაძრის ეზო).

1 სექტემბერს, 21:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა