ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის მოსახლეობას შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მერობის კანდიდატმა შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან და დეპუტატობის კანდიდატ პაატა ნასრაძესთან ერთად გამართა და ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან და დეპუტატობის კანდიდატ პაატა ნასრაძესთან ერთად სოფელ ზოვრეთის მოსახლეობას ვესტუმრე.

ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ამ სოფელში ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტები განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა ზოვრეთი-საზანოს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო პროექტი. ამჟამად, ადგილობრივების ძირითად მოთხოვნას წყალმომარაგება წარმოადგენს.

მოსახლეობა მხარდაჭერას უცხადებს და დადებითად აფასებს იმ ინფრასტრუქტურულსა და სოციალურ პროექტებს, რომელიც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა. არის გარკვეული პრობლემები და გამოწვევები, რომლის მოგვარებასაც ვაპირებ მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩემი გუნდისა და თანამოქალაქეების თანადგომით”, - განაცხადა ვასილ გველესიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა